ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე სტრასბურგში კონფერენციას ,,რეგიონალური დიალოგი სასამართლო რეფორმის შეასახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ესწრება

10 სექტემბერი 2015

10 სექტემბერს სტრასბურგში კონფერენცია  ,,რეგიონალური დიალოგი  სასამართლო რეფორმის შეასხებ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ გაიხსნა,  სადაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მოხსენებით გამოვიდა. მან ისაუბრა იმ ხარვეზებზე, რაც ხელს უშლის როგორც ადვოკატს, ასევე მისი დაცვის ქვეშ მყოფ პიროვნებას, ჯეროვნად განახორციელოს მისი პროფესიული ვალდებულებები. კერძოდ, ,,სამართლიანი სასამართლოს დიდ ხარვეზად მიმაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოში, სამოქალაქო  საქმეების განხილვის დროს, მხარეს წარმოადგენდეს არა ადვოკატი, არამედ ნებისმიერი მოქალაქე.  ეს ხელს უშლის და ვერ უზრუნველყოფს კვალიფიციურ დაცვას. სააპელაციო სასამართლოში, როგორი მართალიც არ უნდა იყოს წაგებული მხარე, სამწუხაროდ, ადვოკატს უჭირს გამოასწოროს შეცდომები, რაც დაშვებული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლო განხილვის დროს, სწორედ არაკვალიფიციური, არაადვოკატის ჩარევის შედეგად.  რაც შეეხება სისხლის  სამართლის საქმეთა განხილვას, სასამართლოები არ ასაბუთებენ განაჩენში, თუ რატომ უარყვეს დაცვის მტკიცებულება და გაიზიარეს ბრალდების მტკიცებულებები. ასევე ნიშანდობლივია, რომ მოსამართლეთა სამი წლით გამოსაცდელი ვადით დანიშვნა გამოიწვევს მოსამართლის დაშინებას  გამოიტანოს  კანონიერი გადაწყვეტილება.

 

კონფერენციაზე განიხილება  სასამართლო რეფორმის წევრი სახელმწიფოების გამოცდილება, ევროპის საბჭოს ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, გამოწვევები, წარმატების ფაქტორები და აქტუალური საკითხები, ევროპული სტანდარტები, რომლებიც დაკავშირებულია სასამართლო რეფორმასთან.

 

 

 

ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ,,რეგიონული დიალოგი სასამართლო რეფორმის შესახებ“,  მიერ ორგანიზებული კონფერენციის მიზანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, დაიწყოს რეგიონალური დიალოგი სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, რათა განვითარდეს ჰორიზონტალური კავშირები, დაინერგოს გამოცდილების გაზიარება და ინფორმატიულობა. განვითარდეს  პრაქტიკის სფეროში გატარებული საუკეთესო რეფორმები და ამით  ცალკეულ ქვეყნებში ახალი პროცესების დასაწყისს შეუწყოს ხელი.  

კონფერენცია 11 სექტემბერს დაასრულებს მუშაობას.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი